საქართველოში არჩევნების დღეს რუსი "იმპროვიზატორები" ჩამოდიან - კომედიანტები თბილისში, გრიბოედოვის თეატრში შოუს გამართავენ
საქართველოში არჩევნების დღეს რუსი "იმპროვიზატორები" ჩამოდიან - კომედიანტები თბილისში, გრიბოედოვის თეატრში შოუს გამართავენ.
შოუ 26 ოქტომბერს 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი 80 ლარიდან იწყება და 260 ლარამდე ადის.

თბილისი არ არის ერთადერთი ქალაქი, სადაც რუსი კომედიანტები წარმოდგენას გამართავენ. ისინი ასევე ბათუმს ეწვევიან და 27 ოქტომბერს შოუს გამართავენ.

ღონისძიების შესახებ ინფორმაცია მათ საიტზეა ასახული და თბილისი და ბათუმიც ზის მათ განრიგში. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.
