აქტივისტების დასჯის სპეცოპერაცია გრძელდება - საქალაქო სასამართლოში დღეს 12 მოქალაქის პროცესი გაიმართა
შს სამინისტროს წარმომადგენელი ვერ ამბობს, რა მტკიცებულებები აქვს უწყებას აქტივისტების წინააღმდეგ. გომელაურის უწყებამ პროცესზე სხვა ადამიანის სამართალდარღვევის ოქმი წარადგინა, თუმცა იმ კადრებშიც, რომელიც მტკიცებულებად არის წარდგენილი, ახალგაზრდების დანაშაული არ ვლინდება - ეს არის ადვოკატების შეფასება. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთ ახალგაზრდას დღეს 500 ლარიანი ჯარიმა დაუწესეს. დანარჩენი 11-ის პროცესი კი ხვალისთვის გადაიდო. თუმცა, გამამართლებელი განაჩენის ოლოდინი არავის აქვს. სასამართლოში აქტივისტების სამაგალითოდ დასჯის სპეცოპერაცია გრძელდება.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.