"დაღალე რეჟიმი" - 5 ივნისს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ აქცია გაიმართება
"დაღალე რეჟიმი" - ამ სლოგანით 5 ივნისს, 20:00 საათზე, პარლამენტის წინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება.
ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ახლა ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის, ამიტომ დროა, ქუჩაში რაც შეიძლება მეტი ხალხი გამოვიდეს და ივანიშვილის გუნდს უარი ერთხმად უთხრან.
ჩვენ გადამწყვეტ ბრძოლაში ვართ ჩართულები დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის. ჩვენი რიცხობრივი უპირატესობით, თუ ხშირი და მცირე აქციებით დავღლით მოწინააღმდეგეს, მისი სისტემა შიგნიდან ნგრევას დაიწყებს. საჭიროა ადგილი, სადაც "ოცნება" აუცილებლად თავის რესურსს გამოიტანს.
გელოდებით პარლამენტის წინ!