ონთან განმეორებითი მიწისძვრა იყო
საქართველოში, რაჭაში დღეს დილით, 05:30 საათზე განმეორებითი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ამჯერადაც ქალაქ ონთან, სოფელი ირი იყო. მიწისძვრის სიდიდე 3.7 მაგნიტუდა იყო.
მანამდე 02:03 საათზე, იგივე ადგილზე 5.4 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
სეისმოლოგები ამბობენ, რომ კლასფიკიაციის მიხედვით ონში მომხდარი მიწისძვრა საშუალო სიძლიერის იყო.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განცხადებით, ძლიერი ბიძგების შედეგად მუნიციპალიტეტში არსებულ რამდენიმე საცხოვრებელ სახლს ბზარები გაუჩნდა.