სად გაუარესდება ამინდი დღეს?

04.06.24 14:39
სად გაუარესდება ამინდი დღეს?

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში 4 ივნისს დღის ბოლომდე ამინდი გაურესდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 ივნისს დღის ბოლომდე შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღნიშნული რეგიონების გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს” - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტო საფრთხის დონეს საშუალოდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები