ირაკლი ბათიაშვილის საქმის მოსამართლე 2018 წლიდან სასამართლოში უვადოდ არის გამწესებული - ჯანეზაშვილი
ირაკლი ბათიაშვილის საქმის მოსამართლე 2018 წლიდან სასამართლოში უვადოდ არის გამწესებული - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "სასამართლო გუშაგის" ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი ავრცელებს.
ჯანეზაშვილის თქმით, მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი დაუმსახურებლად, "ოცნების" ხელისუფლების პირობებში, ჯერ ზედა ინსტანციაში დააწინაურეს (2016 წ) და მერე უვადო მოსამართლე გახდა (2018 წ).
ახლა შემომხვდა "იმედის" ვიდეო, სადაც ირაკლი ბათიაშვილის შვილი იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც მისი მამა გახდა პოლიტპატიმარი და ამ დროს ფონად გადის კადრები სასამართლო დარბაზიდან და მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი.
ეს მოსამართლე "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, სრულიად დაუმსახურებლად, ჯერ ზედა ინსტანციაში დააწინაურეს (2016 წ) და მერე უვადო მოსამართლე გახდა (2018 წ).
თქვენი აზრით შეიცვალა და კარგი მოსამართლე გახდა გიორგი გოგინაშვილი და ამიტომ დაინიშნა ის უვადოდ ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე?
განსაკუთრებით მათთან მაქვს ეს კითხვა, რომელთა ცხოვრებაზეც ქართულმა მართლმსაჯულებამ მძიმე კვალი დატოვა და რომლებმაც 2012 წელს არჩევანი "ქართულ ოცნებაზე" სამართლიანობის აღდგენის თუ დამკვიდრების იმედით გააკეთეს.
- გიორგი გოგინაშვილის სამოსამართლო კარიერის განვითარება:
❗ 2006-2016 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
❗ 2016 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე.
❗ 2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.