ივანიშვილის პარტიამ უზენაეს სასამართლოში დასანიშნი კანდიატები შეარჩია

04.06.24 16:08
ივანიშვილის პარტიამ უზენაეს სასამართლოში დასანიშნი კანდიატები შეარჩია

ამჯერად უზენაეს სამართლოში სამ ვაკანტურ ადგილს მურუსიძის რჩეული სამი მოსამართლე დაიკავებს - ბადრი შონია, გიზო უგლავა და გოჩა ჯერინაშვილი - ეს კანდიდატები შეარჩიეს უმაღლეს სასამართლოში დასანიშნად. ახლა პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლა.

სავარაუდოდ ფორმალურად შექმნეს კომისია, რომლის შემადგენლობაშიც მხოლოდ "ოცნების" დეპუტატები არიან, თუმცა ოლიგარქის პარტიას ამ მოსამართლეების დასამტკიცებლად 90 ხმა სჭირდება.

ვიდრე საკითხი კენჭისყრაზე დადგება, სამივე მოსამართლე ხუთშაბათს იურიდიული კომიტეტზე გასაუბრებაზე უნდა მივიდეს, იქამდე კი სამუშაო ჯგუფმა მათი ბიოგრაფიები უნდა შეისწავლოს.  

ანრი ოხანაშვილმა დღეს პირდაპირ თქვა, რომ სამუშაო ჯგუფში არასამთარვობოები ვერ ჩაერთვებიან და მათი მოთოხვნები ხელისუფლებისთვის არარელევანტურია. 

საქართველოს პარლამენტს წარედგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატი. სამუშაო ჯგუფი იქნება შემდგარი როგორც ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლისგან თუ ასეთის სურვილი ექნებათ, ჩვენ ძალით ვერავის ჩავრთავთ. ჩვენ შევთავაზეთ ყველას შესაბამისი თითო წარმომადგენლის ჩართულობა. არასამტავრობოებისმოთხოვნები არ არის რელევანტური ჩვენთვის, - ამბობს ოხანაშვილი. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "ოცნებას" ახლა სასამართლო კლანის გაძლიერება უნდა. ხატია დეკანოიძის თქმით, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღებას აზრი არ აქვს, რადგან ხელისუფლება მაინც ისე იმოქმედებს, როგორც თავდ სურს. 

არავითარი კონკურსი არ არსებობს. კლანის წევრი ადამიანები არიან, რომლებსაც აპირებენ, რომ სურლი კარტ ბლანში მისცენ და დანიშნონ ამ თანამდებობაზე, ამიტომ არავითარ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას არ ვაპირებ, არც ვაპირებდი და არც ანრი ოხანაშილის შეთავაზება უნდა ვინმეს. ამიტომ, ყველაფერი გასაგებია, რუსული კანონის მიღების შემდეგ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეებისადმი და კანონის უზენაესობისადმი არის ზუსტად ისეთი, როგორიც არის რუსული ტერორი, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კენჭისყრა არის ფარული და შეუძლებელია იმის გარკვევა, ვინ მისცემს ხმას აღნიშნულ სამ მოსამართლეს. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ბოიკოტშა, "ქართულ ოცნებას" მათი არჩევა გაუჭირდება. 

 

მსგავსი სიახლეები