რუსული კანონის კიდევ ერთი მძიმე შედეგი - "მომავლის სკოლა" იხურება

04.06.24 17:18
რუსული კანონის კიდევ ერთი მძიმე შედეგი -  "მომავლის სკოლა" იხურება

რუსული კანონის კიდევ ერთი მძიმე შედეგი - "მომავლის სკოლა", რომელიც საქართველოში 1992 წლიდან ფუქნცინირებდა, იხურება. სასწავლო დაწესებულებასთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტა უცხოელმა პარტნიორმა, რომელიც წლების განმვალოში აფინანსებდა. ათობით მოსწავლე სკოლის გარშე, მასწვალებლები კი სამსახურის გარეშე რჩებიან.

ადმინისტრაციამ მოლაპარაკებების დაწყება სხვა ინვესტორთან სცადა, მაგრამ ესეც უშედეგო აღმოჩნდა. მიზეზი რუსული კანონია. საქართველოში ფულის ჩადება აღარავის უნდა, რადგან საქართველოს  სანდო და საიმედო პრტნიორად აღარ მიიჩნევა. 

ირკვევა, რომ დირექტორთა საბჭომ პედაგოგებს წერილი გაუგზავნა, სადაც წერენ, რომ სკოლას მძმე ფინანსური პრობლემები აქვთ და რუსული კანონის მიღების შემდეგ, ინვესტორები, რომლებისაც პროექტში ფულის ჩადებას უნდოდათ, თავს იკავებენ.

მასწავლებლები მომხდარით გაოგნებულები არიან და საკითხზე ემოციების გარეშე ვერ საუბრობენ. 

არავინ არ ველოდებოდით, იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხანია მოვდივართ.32 წელია ამ სკოლაში ვართ. ყველაფერი გავაკეთეთ აბსოლუტურად, რამდენი აკრედიტაცია გავიარეთ, უმაღლესი შეფასებები. მოიძეს ინვესტორი, რომელსაც უნდოდა, რომ დაგვხმარებოდა, თუმცა გუშინ გამოგვიცხადეს, რომ აღარ უნდათო, - ამბობს პედაგოგი.  

ცნობილია, რომ სკოლა უკვე 15 ივნისიდან დაიხურება.

მსგავსი სიახლეები