გზის გადაკეტვის საქმე - მოსამართლემ 6 აქტივისტი 500 ლარით დააჯარიმა, ხოლო 4-ს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 6 აქტივისტი, რომელსაც შსს 2 მაისს გმირთა მოედანზე გზის უკანონოდ გადაკეტვას ედავებოდა, 500 ლარით დააჯარიმა, კიევ 4-ს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.
ადვოკატები ამბობენ, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება მტკიცებულებების გარეშე გამოიტანა, რადგან შსს-მ ისინი ვერ წარადგინა.
შერჩევით ნაწილზე, ნაწილი სამართალდამრღვევებისა სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა, ხოლო ნაწილ მათგანს 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე შეარჩია სანქცირეული პირები და ვთქვათ, მხოლოდ ისტყვიერი შენიშვნით რა ნაწილში შემოიფარგლა, ჩემთვის ბუნდოვანია. უფრო მეტიც, საერთოდ უნდა შეეწყვეტა დღეს სასამართლოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეები, - ამბობს ინტერესების დაცველი.