სპეცოპერაცია გორში - დაკავებულია რუსული კანონის მოწინააღმდეგე ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი
სპეცოპერაცია გორში - დაკავებულია რუსული კანონის მოწინააღმდეგე ბიზნესმენი. ადვოკატების მტკიცებით, იოსებ ბაბაევზე დაკავების დროს პოლიციამ მასზე ფიზიკურად იძალადა, ცემეს და ტანსაცმელი შემოახიეს.
ოფიციალურად გამოძიება რუსული კანონის მოწინააღმდეგეს იარაღის უკნანონო შენახვას ედავება, თუმცა ბრალდებული ირწმუნება, რომ ნივთმტკიცება სამართალდამცველებმა ჩაუდეს. მისი დაკავების სპეცოპერაცია კი ოჯახის და ადვოკატების მტკიცებით რუსული კანონის წინააღმდეგ აქტიურობას და პროტეტს უკავშირდება.