ქალების მოტყუება და მსხვერპლებთან იძულებითი სქესობრივი კავშირი - დაკავებულის მამა ამტკიცებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა

05.06.24 16:01
ქალების მოტყუება და მსხვერპლებთან იძულებითი სქესობრივი კავშირი - დაკავებულის მამა ამტკიცებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა

ქალების მოტყუება და მსხვერპლებთან იძულებითი სქესობრივი კავშირი - დაკავებულის მამა ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებების ამ ვერსიის არ სჯერა, რადგან საკუთარ შვილს კარგად იცნობს და ფიქრობს, რომ ის ამას არ გააკეთებდა.

გამორიცხულია ასეთი რაღაც, წარმოუდგენელია. ჩემს შვილს მე კარგად ვიცნობ. არ ვიცი, ვინ შემოუგდო ასეთი რაღაც ან ვინ ჰყავდა ასეთი მტერი, - ამბობს დაკავებულის მამა.

გამოძიების ინფრომაციით, კაცი დაზარალებულებს სასმელში გაურკვეველ ნივთიერებას უყრიდა და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მსხვერპლებთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა, თუმცა ადვოკატი ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.  

ვერ დავეთანხმები იმას, რომ ბრალი დაუმძიმდა, უბრალოდ, ბრალი დაუზუსტდა, კვალიფიკაცია იგივეა. ბრალი წარდგენილი აქვს 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფას. რაოდენობრივად 11 პირის მიმართ არის წარდგენილი, რამდენიმე ეპიზოდია და ამავე დროს, ედავებიან 139 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწინებულ დანაშაულის ჩადენას, რაც არის სექსუალური იძულება. სრულყოფილი მასალები არ გვაქვს, თუმცაღა ის, რომ რაიმე ტიპის მედიკამენტს ხმარობდა ან თიშავდა ვინმეს, ეს არის ცრუ ინფორმაცია, - ამბობს ადვოკატი.  

დანაშაულის შესახებ ინფორმაცია დღეს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები