"დაღალე რეჟიმი" - დღეს, პარლამენტთან, 20:00 საათზე აქცია გაიმართება
"დაღალე რეჟიმი" - ამ სლოგანით გაიმართება დღეს, 5 ივნისს, პარლამენტის წინ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია.
ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანები საკანონმდებლო ორგანოსთან 20:00 საათზე შეიკრიბებიან და 21:00 საათზე მსვლელობით "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისისკენ გადაინაცვლებენ.
ახალგაზრდები ამბობენ, რომ ივანიშვილის გუნდის ინიციატივის წინააღმდეგ პროტესტი ყოველ დღე და იქამდე გაგრძელდება, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევენ.
გვექნება მიმართვები. გვექნება მსვლელობა "ქართული ოცნების" ოფისისკენ. მთავარი იდეა არის რეჟიმის დაღლა. აქ ჩვენ არ ვაკეთებთ გათვლას რაოდენობაზე. 50 ადამიანიც რომ შეიკრიბოს ისიც საკმარისია, რადგან არსებობს კონკრეტული ადგილები, სადაც ხელისუფლებას ყოველთვის, ყველა შემთხვევაში გამოჰყავს რეჟიმი. გამომდინარე აქედან, შეიძლება, რომ არ შევასვენოთ ეს პოლიციური რეჟიმი და დავღალოთ", - ზვიად ცეცხლაძე.