ქართველებს "ოცნების" ტყუილები და გაიძვერობა ყელში ამოუვიდათ - გია ბუღაძე
ის, რომ რუსული კანონის მხადამჭერ "ოცნების" დეპუატტებს მოქალაქეები რუსული კანონის მიღების გამო პასუხს ყველგან სთხოვენ, საზოგადო მოღვაწეებს არ უკვირთ. მხატვარი გია ბუღაძე ამბობს, რომ ქართველ ხალხს დიდი თმენის უნარი აქვს, თუმცა ღალატს არავის პატიობს. მისი თქმით, მოქალაქეებს და მათ შორის, ახალგაზრდებს გამუდმებული ტყუილი და გაიძვერობა ყელშ ამოუვიდათ და ამიტომ მათი პროტესტის ჩაქრობა უკვე შეუძლებელია.
ქართველი არ არის ისეთი ადამიანი, რომელსაც იოლად დაიმორჩილებ. შეიძლება მოითმინოს ერთი წელი, ორი წელი, 10 წელიც კი, მაგრამ როგორც კი მის ღირსებას ეხები, როცა მას საშინლად ატყუებ, აცუცურაკებ, ფაქტობრივად და აბითურებ, ის, რა თქმა უნდა, ხმას ამოიღებს. ამ ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მიაძინა ახალგაზრდები, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნურას უკაცრავად. ქართველს ამოუვიდა ყელში ამდენი ტყუილი და ამდენი გაიძვერობა და რეალურა დაინახა ღალატი. აი, ღალატს ქართველი არასდროს არავის პატიობს. დამოუკიდებლობის და თავისუფლების საკითხში ურალატეს ქვეყანას და ეს, რა თქმა უნდა, საპატიებელი არ არის, - ამბობს გია ბუღაძე.
რუსული კანონის მიმღებ დეპუტატებს ხალხი პასუხს უკვე ყველგან სთხოვს. ქუჩებში, სუპერმარკეტებში და ყველგან, სადაც შეხვდებიან, მათ "მოღალატედ" მოიხსენიებენ და მათი ქმედებების გამო აკრიტიკებენ.