ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7984 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7939 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0045 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0416 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.0359 ლარია. ევროს ცვლილებამ 0.0057 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.