ბრაიან ბინგემი არის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი - მოსამართლე აქციაზე დაკავებული ამერიკის მოქალაქის საქმე განიხილავს
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული ამერიკის მოქალაქის საქმე განიხილება - ბრაიან ბინგემის საქმეს, რომელიც დაკავების დროს სპეცრაზმმა სცემა, თუმცა ბრალდებულის სკამზე მაინც თავად აღმოჩნდა, მოსამართლე ცაცუა განიხილავს.
როგორც სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლის უფლებადამცველი აცხადებს, ამერიკის მოქალაქეს სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან, თუმცა ადვოკატის თქმით, ბინგემმა ქართული საერთოდ არ იცოდა.
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ ამერიკის მოქალაქემ საქართველო სასამართლო პროცესების განხილვამდე დატოვა, რადგან ადვოკატის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა შევიწროების არაერთ ფაქტს.
დღეს განიხილავს ამერიკის მოქალაქის, ბრაიან ბინგემის საქმეს, რომელიც დააკავეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ოფიციალურად ოქმში უწერია დაკავების მიზეზი, რომ იგი იგინებოდა, ილანძღებოდა და გაუგებარია, რა ენაზე იგინებოდა, რადგან ქართული ენა საერთოდ არ იცის. ჩამოსული იყო ტურისტად და უკვე დატოვა საქართველო. ბრაიან ბინგემი არის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. იგი სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა დააკავეს და მის მიმართ გამოიყენეს ძალა", - ამბობს ადვოკატი.