ემიგრანტების არჩევნებიდან მოხსნის გეგმა - რა ჩაიფიქრა "ოცნებამ"?

05.06.24 20:42
ემიგრანტების არჩევნებიდან მოხსნის გეგმა - რა ჩაიფიქრა "ოცნებამ"?

ემიგრანტების საარჩევნო ხმებით შეშინებულმა "ოცნებამ" მათი განეიტრალება დაიწყო - ასეულობით ქართველს სხვადასხვა ქვეყნების საკონსულოებიდან მიუვიდათ შეტყობინებები, რომ რეგისტრაციის სტატუსი გაუქმებული აქვთ. ამის გარეშე კი არჩევნებში მონაწილეობა შეუძლებელია. ოფიციალური მიზეზი, ძირითად შემთხვევაში, ერთი და იგივეა. ემიგრანტებს ეუბნებიან, რომ მათ საზღვარი გადაკვეთეს და გადაბმულად 6 თვე ქვეყანაში ყოფნა არ უფიქსირდებათ, რასაც კატეგორიულად უარყოფენ ემიგრაციაში მყოფი ქართველები. ემიგრანტებისთვის სტატუსის აღდგენა შესაძლებელია, თუმცა ეს, სავარაუდოდ, არჩევნებამდე დროში ვერ მოესწრება.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები