სექსუალური ძალადობა და შანტაჟი - თვითმარქვია ფოტოგრაფის საქმის ახალი დეტალები
მესანთლე ფოტოგრაფის საქმეში უკვე 11 დაზარალებული ქალია - გამოძიების ინფორმაციით, ფოტოსესიაზე დაბარებულ ქალებს გიორგი ქაროსანიძე სასმელში სპეციალურ ნივთიერებას უყრიდა, მათ თიშავდა და შემდეგ უძლურ მდგომარეობაში მყოფებზე სექსუალურად ძალადობდა. თავად უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული ფოტოგრაფი მესამე თვეა დუმილის უფლებას იყენებს და გამოძიებას ჩვენებას არ აძლევს. მისი სახლიდან კი ათეულობით ქალის ინტიმური ფოტოებია ამოღებული, რომელთა იდენტიფიცირებაც ჯერ არ დასრულებულა.