გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ნანა ტერმაკოზაშვილი აღარ უხელმძღვანელებს

05.06.24 20:21
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ნანა ტერმაკოზაშვილი აღარ უხელმძღვანელებს

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ნანა ტერმაკოზაშვილი აღარ უხელმძღვანელებს. “ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი ამ შედეგისთვის, ამიტომ კარგად ვარ. კიდევ უფრო კარგად ვიქნები“, - დაწერა  რესურსცენტრის უკვე ყოფილმა უფროსმა სოციალურ ქსელში, რითაც განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგები შეაფასა.  

სამინისტროსგან მიღებული წერილის თანახმად, ნანა ტერმაკოზაშვილი რესურსცენტრის უფროსის პოსტზე მუშაობას ვეღარ გააგრძელებს, რადგან კონკურსის შედეგად არჩევანი მის კანდიდატურაზე არ შეჩერდა. 

მდაა... რთული გასაუბრება იყო. არ მეყო ექვსწლიანი გამოცდილება,  რესურსცენტრის უფროსის უფლება-მოვალეობებისა და სკოლების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ  დასმულ კითხვებზე რომ კომისიის მოსაწონი პასუხები გამეცა
ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი ამ შედეგისთვის, ამიტომ კარგად ვარ. კიდევ უფრო კარგად ვიქნები
31.05.2018 - 05.06.2024 - გავიხსენებ ხოლმე ექვსი წლის ამბებს შიგადაშიგ, ჯერჯერობით მაინც ბევრი დრო მექნება 
მე გავაკეთე, როგორც შემეძლო და როგორც სწორად ვთვლიდი სახელმწიფოსთვის, დაე სხვამ უკეთესად გააკეთოს! 
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც სამსახურებრივი ურთიერთობა მქონდა ამ ექვსი წლის განმავლობაში . მადლობა გორის რესურსცენტრის გუნდს მუდმივი მხარში დგომისთვის . მადლობა სკოლების დირექტორებს, პედაგოგებს, რომლებიც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურებიან . მადლობა ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთაც უდიდესი როლი აქვთ შესრულებული ახალგაზრდების არაფორმალური განათლების მიმართულებით.
უდიდესი გამოცდილების წლები იყო... ბევრი ვისწავლე, მათ შორის - საკუთარ შეცდომებზეც .
და კიდევ ერთხელ - სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები ჩემი ქვეყნის ევროპული მომავლის სამსახურში" წერს ნანა ტერმაკოზაშვილი.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები