სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში - მოკლულია ორი ახალგაზრდა

06.06.24 01:26
სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში - მოკლულია ორი ახალგაზრდა

სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში - მოკლულია ორი ახალგაზრდა კაცი. კრიმინალური ფაქტი 5 ივნისს ვარკეთილში მოხდა. tvpirveli.ge-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული და მოკლული პირები მეზობლები იყვნენ. 

წინასწარი ინფორმაციით, დანაშაული ყოფით ნიადაგზე მოხდა. უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული უკვე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები