ბათუმის ბულვარში მოსეირნე ირაკლი კობახიძეს მონა და მოღალატე ეძახეს
ბათუმის ბულვარში მოსეირნე ირაკლი კობახიძეს მონა და მოღალატე ეძახეს - ამ ფორმით გამოხატა პროტესტი ახალგაზრდა ქალმა რუსული კანონის მხარდამჭერი პრემიერის წინააღმდეგ.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც კობახიძე აჭარის მთავრობის მეთაურთან ერთად რეაბილიტირებულ გმირთა ხეივანს ათვალიერებდა. ამ დროს მას ბათუმის მკვიდრი მიუახლოვდა და ის სიტყვები დაუძახა, რომლითაც ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული მოქალაქეები უკვე კვირებია "ოცნების" ლიდერებს მოიხსენიებენ.
მომხდარის შემდეგ ხათუნა ბერიძეს "ქართული ოცნების" პარტიული აქტივის წარმომადგენელი მამაკაცები დაუპირისპირდნენ, რომლებიც კობახიძეს და რიჟვაძეს ფეხდაფეხ დაჰყვებოდნენ.
ამ შემთხვევის გამო ხათუნა ბერიძე დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს.