იოსებ ბაბაევი თავისუფალია - ბიზნესმენის წინააღმდეგ წარდგენილი მტკიცებულებები მოსამართლემ დაუშვებლად ცნო

06.06.24 13:48
იოსებ ბაბაევი თავისუფალია - ბიზნესმენის წინააღმდეგ წარდგენილი მტკიცებულებები მოსამართლემ დაუშვებლად ცნო

საქმე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩამოეშალა - იოსებ ბაბაევის ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები მის სახლში მოსამართლემ უკანონოდ მიიჩნია და დაუშვებლად ცნო.

რუსული კანონის მოწინააღმდეგე გორელი ბიზნესმენი საპატიმრო დაწესებულებას, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში დატოვებს. 

სასამართლომ მიიღო ერთადერთი ობიექტური გადაწყვეტილება და ჩხრეკა ცნო უკანონოდ. ეს ნიშნავს, რომ იოსებ ბაბაეივი მართალია და უნდა გამოუშვან. პროკურატურა, ალბათ, გაასაჩივრებს. დღესვე უნდა გამოუშვან, მაგრამ ოფიციალური ვადა დაკავების აქვთ 72 საათი, რომელიც ხვალ გადის", - ამბობს ადვოკატი, კახა კალმახელიძე.

დღეს, სასამართლო პროცესზე, მოსამართლე ლევან დარბაიძის წინაშე ბაბაევი წარსდგა. ბიზნესმენმა იმ ძალადობრივ ქმედებებზე ისაუბრა, რომელიც სამართალდამცველებმა მის წინააღმდეგ განახორციელეს.

ეს არის სუფთა პოლიტიკური ანგარიშსწორება. ოპერაციას ვინც ხელმძღვანელობდა, ის არის შეჩვეული ამ ჩადებებს. რომ მოვარდა, მაგ დროს მიშა ვიცანი და შუშების დახურვა დაიწყო. რომ გავაღე კარი გადმომაგდეს, ნადირებივით მეცნენ, დამადეს ბორკილები და ზედ შემდგნენ. ჩემზე იხტუნავეს, გადამიარეს ისე მცემდნენ. თავს მაწევინებდნენ და მირტყამდნენ ფეხით. გამახსენდა კადრები, ორი გვამი მინდაო. სილურჯეები მინდა, სილურჯეებიო და ფოტოებს მიღებდნენ. მცემდნენ და თან მიღებდნენ ვიდეოს", - ამბობს ბაბაევი.

ცნობისთვის, იოსებ ბაბაევი გუშინ, 5 ივნისს დააკავეს. მას პროკურატურა იარაღის უკანონო შენახვას ედავებოდა. 

მსგავსი სიახლეები