დევდორაკის ხეობაში, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა - შსს

06.06.24 14:20
დევდორაკის ხეობაში, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა - შსს

გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი "დარიალი".

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია, წყლის დონე პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა და წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესები აღარ ფიქსირდება.

სააგენტოს მიერ გზის გახსნის რეკომენდაცია გაიცა. 

გარემოს ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, რომ  ადგილზე სპეციალისტები ამ დრომდე რჩებიან და ვითარებას აკვირდებიან.

ცნობისთვის, დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი დევდორაკის სასიგნალოო შეტყობინებაა გახდა - მდინარე  თერგის მარცხენა შენაკადიდან, მოწყობილობიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალურ აწევას აფიქსირებს, შეტყობინებაა დილით ადრე შევიდა პოლიციაში.

მსგავსი სიახლეები