პოლიციას საქმე ჩამოენგრა - რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტის საქმეს პროკურატურა გაასაჩივრებს

06.06.24 15:46
პოლიციას საქმე ჩამოენგრა - რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტის საქმეს პროკურატურა გაასაჩივრებს

რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტის ჩამოშლილ საქმეს პროკურატურა გაასაჩივრებს - საგამოძიებო უწყება იოსებ ბაბაევის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

მას შემდეგ რაც მოსამართლემ იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებები უკანონოდ ცნო, სასამართლო სხდომიდან გამოსული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ.

ძალოვანი უწყების თანამშრომლები არ პასუხობენ კიდევ ერთ შეკითხვას, ჩაუდეს თუ არა აქტივისტს "მაკაროვის" ტიპის იარაღი. 

აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდება კანონით დადგენილი წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში", - ამბობს პროკურორი.

ბიზნესმენის და სამოქალაქო აქტივისტის, იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ უკანონოდ, მტკიცებულები კი დაუშვებლად ცნო.

იოსებ ბაბაევი გორში 2 დღის წინ დააკავეს, მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდნენ.

ბაბაევის ადვოკატისა და ახლობლების თქმით, მას პისტოლეტი და ავტომატი ჩაუდეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ 

მსგავსი სიახლეები