რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტის საქმე პოლიციას თავზე ჩამოენგრა - იოსებ ბაბაევი თავისუფალია

06.06.24 20:28
რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტის საქმე პოლიციას თავზე ჩამოენგრა - იოსებ ბაბაევი თავისუფალია

 

რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტის საქმე პოლიციას თავზე ჩამოენგრა. იოსებ ბაბაევმა საპატიმრო  ცოტა ხნის წინ დატოვა.  მოსამართლე ლევან დარბაიძემ პრაქტიკულად უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო და  ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული საგამოძიებო ქმედებები უკანონოდ ცნო.  ამის მიუხედავად შს სამინისტროს თანამშრომლები  უპასუხოდ ტოვებენ კითხვას,  ჩაუდეს თუ არა აქტივისტს მაკაროვის ტიპის იარაღი, რის საფუძველზეც მისი დაკავება მოხდა

 წამება და არადამიანური მოპყრობა. რუსული კანონის  მოწინააღმდეგე  ბიზნესმენი   დღეს  სასამართლო დარბაზში წარმოუდგენელ ამბებს ყვებოდა. ბაბაევი,  რომელსაც ძალადობის კვალი ამ დრომდე ეტყობა,   იზოლატორში გააშიშვლეს,  უჯგუფურად ურტყამდნენ,  დასცინოდნენ და ამ ყველაფერს მობილურით იღებდნენ.   სადამსჯელო სპეცოპერციას მის წინააღმდეგ ძალოვანი უწყების ერთ-ერთი შეფი, მეტსახელად "ტლაპო"  ხელმძღვანელობდა. რომელსაც   ქვეშევრდომები დაკავებულის წამების  ვიდეოებს უგზავნიდნენ.

დეტალები ნახეთ, გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები