აქციაზე სასტიკი დარბევის დროს დაშავებულ სამ აქტივისტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

06.06.24 20:46
აქციაზე სასტიკი დარბევის დროს დაშავებულ სამ აქტივისტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

 

 

 

30 აპრილის აქციაზე სასტიკი დარბევის დროს დაშავებულ სამ აქტივისტს, დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. ერთ-ერთი გურამ ადამიაა. გადაწყვეტილება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო, თუმცა საქმეს კაციტაძის უწყება სავარაუდოდ ამით ასრულებს.

დაზარალებულად გვაღიარა პროკურატურამ და დოკუმენტაცია გადმოგვცეს. სასამართლოდანაც გადმოგვცეს გუშინ ჩვენებები პოლიციელების და ნუ, კომედიები წერია - საერთოდ სხვაგან ვიყავი და ეგეთები წერია. საგამოძებო თვითონ სპეცრაზმის დანაშაულს იხილავს და რეალურად, საარქივო როლს ასრულებს. დიდი იმედი არც ჩვენ და არც იმ თანამშრომლებს არ აქვთ, მაგრამ თუ მთავრობა შეიცვლება, არქივის საშუალება იქნება", - ამბობს გურამ ადამია.

ამ დრომდე დაუსჯელია ყველა ის სპეცრაზმელი, რომელიც აქტივიტებს უსწორდებოდნენ.  ჯერ ერთის იდენტიფიცირებაც კი არ მომხდარა. მათ შორის არც მათი, ვინც დაზარალებული გურამ ადამია უმოწყალოდ სცემეს,  გავრცელებული კადრებით კი ადვილი დასადგენია მოძალადეების ვინაობა.


 

მსგავსი სიახლეები