ლარი ელვის სისწრაფით უფასურდება - ექსპერტებმა განგაშის სიგნალი ჩართეს
ეროვნული ვალუტა ფასს ელვის სისწრაფით კარგავს - ლარი ქართულ ბაზარზე არსებულ ფაქტობრივად ყველა ვალუტასთან მიმართებით არის გაუფასურებული.
ვეტოს დაძლევისა და რუსული კანონის მიღების შემდეგ, ანუ დაახლოებით ერთ კვირაში, ლარი მხოლოდ ევროსთან მიმართებით, ჯამში 17 თეთრით არის გაუფასურებული. კომერციულ ბანკებში ახლა ერთი დოლარის შესაძენად 2 ლარი და 84 თეთრია საჭირო, ევრო კი სამ ლარიან ნიშნულს გადაცდა.
რეზერვებიდან ორ მილიონამდე დოლარის გაყიდვამ სიტუაცია მაინც ვერ დაასტაბილურა. ლარის გაუფასურება აისახება ფასების ზრდაზეც. საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია ამბობს, რომ რეზერვების გაფლანგვა საკმაოდ რთული და სავალალო თემაა რადგან უცნობია, რამდენ ხანს ეყოფა და შეაჩერებს პროცესებს.
ჭყონიას თქმით, ასობით მილიონი დოლარი, რომელიც გრანტის სახით ქვეყანაში შემოდიოდა, ფაქტობრივად ყველა გაჩერებულია, რაც თლწეულები გაყვება ჩვენს ქვეყანას შავ ლაქად.
ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით 180 მილიონამდე დოლარი გაყიდა, მაგრამ ვხედავთ, რომ ლარი უფასურდება და ვერაფერი ვერ აჩერებს ამას. ანუ რეზერვების გაფლანგვა, ეს საკმაოდ რთული და სავალალო თემა არის, იმიტომ, რომ არ ვიცით, რამდენ ხანს ეყოფა. პროცესებს მომავალში რა შეაჩერებს, ჩემთვის ეს ძალიან რთული სათქმელია. ის რაც დღეს ხდება, ეს იქნება შავი ლაქა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც სამწუხაროდ, ათლწეულები გაყვება. ასობით მილიონი დოლარი, რომელიც გრანტის სახით ქვეყანაში შემოდიოდა, ფაქტობრივად ყველა გაჩერებულია. ეს პროცესები არის ზუსტად ის, რაც ზეგავლენას ახდენს ლარზე. ლარზე დამოკიდებული როდესაც ხარ ქვეყანა 95 %-ით და ლარი უფასურდება ყოველდღიურად, ეს, რა თქმა უნდა, ცალსახად, სავალალოდ აისახება საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, მომხმარებელზე, იმიტომ, რომ ფასების ზრდა, უბრალოდ, ამ ვითარებაში, გარდაუვალი იქნება. პირველად პროდუქტს უფრო სწრაფად შეეხება, შემდეგ უკვე ნელნელა პროპორციულად აისახება სხვა დანარჩენზე", - ამბობს ივა ჭყონია.