რუსული კანონის მოწინააღმდეგეები არჩევნებისთვის ემზადებიან - მოქალაქეები დამკვირვებლებად რეგისტრირდებიან
ათი ათასობით ადამიანი მოქმედებაზე გადავიდა - ყველა, ვინც რუსული კანონის მიღებას ქუჩიდან აპროტესტებდა, არჩევნებისთვის იწყებს მზადებას. მოქალაქეები არჩევნებზე დამკვირვებლები იქნებიან. "სამართლიანი არჩევნების" ოფისში ხალხის ნაკადი არ წყდება. რეგისტრაცია უკვე დაიწყო. აპრილის გამოღვიძების მთავარი გმირები, გეგმავენ, რომ ოქტომრის არჩევნებს უშუალოდ დააკგვირდნენ და ოლიგარქის პარტიას არ დაუტოვონ მანიპულაციების მინიმალური შანსიც კი. თითო საარჩევნოო უბანზე იმაზე მეტი მოტივირებული ადამიანი იქნება მობილიზებული, ვიდრე როდესმე ყოფილა. მოხალისე დამკვირვებლებად უმეტესად ახალგაზრდები რეგისტრირდებიან.
ერთადერთი კრიტერიუმი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, რომელსაც სურს, არჩევნებს დააკვირდეს, არიის ის, რომ უნდა იყოს სრულწალოვანი და არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ უნდა იყოს აფილირებული. უკვე რამდენიმე დღეა, რაც შესაბამისი ფორმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე პირდაპირ ამბობს, რომ მსგავსი მძიმე ვითარება არჩევნების დროს არასდროს ყოფილა, რადგან ხელისუფლება ახლა გეგმავს, არასამთავრობოების და თავისუფალი მედიის კონტროლი ბერკეტები გააუქმოს.
მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ წელს უკვე ყველაფერს იკადრებს. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნების დღეს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო როგანიზაციები და თავისუფალი მედია, რომელიც მას აკონტროლებს, იამასაც კი გამოაცალოს ეს ბერკეტები კონტროლის და გააუქმოს და გაანადგუროს. ამიტომ, უპრეცედენტოა ნამდვილად, იმიტომ, რომ ასეთ მძიმე პირობებში ჩვენ არჩევნები არ გვქონია არცერთხელ, არც შევარდნაძის დროს, არც მიხეილ სააკაშვილის დროს და ამიტომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენს წინაშე, - ამბობს ნინია კაკაბაძე.