ფერეიდნელი ქართველები საქართველოს მოქალაქეობას ითხოვენ - 300-მდე ადამიანმა პარლამენტს პეტიიცით მიმართა

07.06.24 12:05
ფერეიდნელი ქართველები საქართველოს მოქალაქეობას ითხოვენ - 300-მდე ადამიანმა პარლამენტს პეტიიცით მიმართა

ფერეიდნელი ქართველები საქართველოს მოქალაქეობისა და ბინადრობის უფლების მიღებას ითხოვენ. სამასამდე ეთნიკურად ქართველი პარლამენტს პეტიციით მიმართავს. დოკუმენტით, მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლებას, ფაქტობრივად, რეპრესიებში ამხელენ. ფერეიდანში მცხოვრები ქართველები წერენ, რომ წლების განმავლობაში მოქალაქეობის მინიჭებაზე მასობრივად უარს ეუბნებიან. ხელმოწერების ნამდვილობაზე დღეს საქართველოს პარლამენტში საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს.

ფერეიდნელი ქართველები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება შაჰ-აბასის გზას არ უნდა დაადგეს და მათ საქართველოში ცხოვრების უფლება უნდა მისცეს. 

ბოლო 4-5 წელია მოქალაქეობაზე უკვე აღარ არის საუბარი, ცხოვრების უფლების მიცემაზე ანუ ბინადრობის გაცემაზეც ვიღებთ უარს. 100%-დან თიტქმის ასივე კაცი იღებს უარს. მე-18 მუხლით, თურმე ჩვენ, ფერეიდნელი ქართველები საფრთხეს ვუქმნით საქართველოს. ნუ იზამენ ასეთ საქმეს, რაც 4 საუკუნის წინ შაჰ-აბასმა გააკეთა და ვიცით, როგორი სახელი დაიტოვა ქართულ ისტორიაში, და ხლა ხელისუფლება, როგორც ქართველთა ხელისუფლება, სჯობს უფრო კარგად დაფიქრდეს, - ამბობს ფერეიდნელი ქართველი. 

მართალია, ირანში დავიბადეთ, მაგრამ ბავშვობიდან ჯერ ქართული ვისწავლეთ, მერე სკოლაში სპარსული ვისწავლეთ და დიდი გულის ტკივილია, რომ ჩვენს მშობლიურ ქვეყანაში უფლებას არ გვაძლევენ, ვიცხოვროთ. პირადად მე საქართველოს მოქალაქეობა მივიღე, მაგრამ მსურს, ჩემი მშობლებიც ჩამოვიყვანო საქართველოში, - ამბობს ფერეიდნელი ქართველი. 

მსგავსი სიახლეები