ბათუმის სასამართლოში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებულების პროცესი იმართება - როგორი იქნება ვერდიქტი

07.06.24 16:02
ბათუმის სასამართლოში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებულების პროცესი იმართება - როგორი იქნება ვერდიქტი

ბაზრის დახლიდან ციხემდე - სასამართლოში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად დაკავებული მამაკაცების სასამართლო პროცესი იმართება. სამართალდამცავებმა ორივე პირი პისტოლეტების და ხელყუმბარების უკანონო შენახვისა და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკიანი დროშების ფლობის გამო აიყვანეს. ორიდან ერთმა ადვოკატზე უარი თქვა. ერთ-ერთი ბრალდებული კი ამტკიცებს, რომ ის წლებია ბათუმის ბაზარში ხილით ვაჭრობს და ტერორისტულ ორგანიზაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

გიორგი წულუკიძეს და გიორგი ლავასოღლის წინააღმეგ თავდაპირველად გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო, თუმცა საბოლოოდ, მათ გამოძიება მხოლოდ დიდი რაოდენობით იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

გიორგი წულუკიძის ადვოკატი პროცესზე დაკავებულის გათავისუფლების სანაცვლოდ 10 ათას ლარიანი გირაოს გადახის შუამდგომლობას დააყენებს. სხდომა დაუხურულია, რადგან საქმეს გრიფი ადევს.

დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან საქმეს გრიფი ადევს. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს, საერთოდ არ სურს არაფერზე საუბარი. გამოძება ედავება იმ ნაწილს, რაც გავრცელებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სასმახურის მიერ -  იარაღის უკანონო შეძენა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მუშაობს ბათუმის ერთ-ერთ ბაზარში, პროდუქტებით ვაჭრობით არის დაკავებული, - ამბობს ინტერესების დამცველი. 

 

მსგავსი სიახლეები