"დაწყებულია ლარის "რუბლიზაცია" - ექსპერტები პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე უფრო მძიმე ეკონომიკური შედეგებს აანონსებენ
"დაწყებულია ლარის "რუბლიზაცია" - ეკონომისტები პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე უფრო მძიმე ეკონომიკური შედეგებს აანონსებენ. მოლოდინი, რომ ლარი დასტაბილურდება სპეციალისტებს არ აქვთ.
რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ დაწყებული პროცესი ფაქტობრივად შეუქცევადი გახდა. ბოლო მონაცემებით, ერთი დოლარის შესაძენად 2 ლარი და 88 თეთრია საჭირო - ერთი კვირს წინ კი ეს თანხა 14 თეთრით ნაკლები იყო. კურსი მცოცავია, ბიზნესის ნაწილი კი პარალიზებული. ეკონომისტები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და შესაძლოა, ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისამდეც კი მივიდეს და ფასებმა პროდუქტებზეეე ანტი-რეკორდები მოხსნას.
ჩვენ ვადგავართ "ლირიზაციის" გზას და "რუბლიზაციის" გზას ადგას უკვე ლარი. ყველაფერი დამოკიდებული არის იმაზე, როგორიც პოლიტიკური განწყობები იქნება უკვე შემოდგომაზე, როდესაც პოლიტიკურ ველზე შეიძლება მოხვდეს ცვლილებები. ეს პირდაპირ განაპირობებს უკვე შემდგომ ეკონომიკურ პოლიტიკას. ხელისუფალის ბრალი არის ის, რომ ეკონომისტები ხედავენ კაპიტალის გაფრენის საშიშროებას ქვეყნიდან. ეკონომიკური აგენტები უკვე მოლოდინით იწყებენ ქმედებას და ისინი ფაქტს არასოდეს არ ელოდებიან. ამიტომ ყურადღებით უნდა იყოს ხელისუფლება, იმიტომ, რომ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე უფრო მძიმე იქნება ეკონომიკური შედეგები", - ამბობს ეკონომისტი.