"ბიზნესი უარეს ხვალინდელ დღეს ელოდება" - ეკონომისტების საგანგაშო პროგნოზი
ლარის გაუფასურება ყველაზე მეტად მოსახლეობის ჯიბეს და ბიზნესს ურტყამს.
PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას უწოდებს რუსული კანონის მიღებით გამოწვეულ შედეგებ და ამბობს, რომ ბიზნესი უარეს ხვალინდელ დღეს.
კრიზისი როგორ გაგრძელდება, დამოკიდებულია საქართველოს მთავრობაზე - ამბობს ხიშტოვანი.
შედეგი არის გაუფასურებული კურსი, რომელიც პირდაპირ ურტყამს საქართველოს ეკონომიკას, რადგან ამაზეა მიბმული ფასების დინამიკა ქვეყანაში და ამაზეა მიბმული ფინანსური სტაბილურობა. კრიზისი დაიწყო და როგორ გაგრძელდება დამოკიდებულია ბევრ აქტორზე, მათ შორის უპირველეს ყოვლისა საქართველოს მთავრობაზე, რომელიც სამწუხაროდ, თავის რიტორიკას კიდევ უფრო ამკაცრებს დასავლელი პარტნიორების მიმართ, ვიდრე ცდილობს ამ კრიზისიდან გამოსვლას. საქართველოს მოსახლეობას მოუწევს უპირველეს ყოვლისა და იმ ბიზნესებს იმ ფასის გადახდა, რაც ხშირად მოჰყვება ხოლმე პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას. ბიზნესი ელოდება უარეს ხვალინდელ დღეს, შესაბამისად, ზოგავს ინვესტიციებს და რეზერვებს", - ამბობს ხიშტოვანი.
ბოლო მონაცემებით, ერთი დოლარის შესაძენად 2 ლარი და 88 თეთრია საჭირო - ერთი კვირს წინ კი ეს თანხა 14 თეთრით ნაკლები იყო.