რუსული კანონის უმძიმესი ეკონომიკური ეფექტი - ლარი გაუფასურებას განაგრძობს

07.06.24 20:36
რუსული კანონის უმძიმესი ეკონომიკური ეფექტი - ლარი გაუფასურებას განაგრძობს

 

 

რუსული კანონის უმძიმესი ეკონომიკური ეფექტი - ლარის რუბლიზაცია დაიწო.  მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში ლარი 17 თეთრით დაეცა. ეროვნულ ვალუტას ვერც ხელოვნური ინტერვენციები შველის. ფაქტია, რომ ეროვნულმა ბანკის ჩარევები პროცესების შესაჩერებლად არაეფექტურია. ლარი ყოვედღიურად უფასურდება, რაც უახლოეს მომავალში თითოეულ მოქალაქეზე აისახება. გაძვირდება ყველაფერი - განსაკუთრებით კი იმპორტირებული პროდუქტი. ეს კი ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობისთვის განაჩენის ტოლფასია.

არასახარბიელოა ექსპერტების პროგნოზიც, რომლებიც ლარის გადარჩენას  არა ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებენ. ერთადერთი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან არჩევნები და რუსული ხელისუფლების ცვლილებაა, რომელმაც ქვეყანაში ინვესტიციები და ფინანსური სტაბილურობა უნდა დააბრუნოს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორრტაჟში. 

მსგავსი სიახლეები