"ოცნების" ორმაგი სტანდარტი - ხელისუფლება ფერეიდნელ ქართველებს მოქალაქეობას არ აძლევს
ფერეიდნელი ქართველები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების მოლოდინში - სპეციალური პეტიციით საკანონმდებლო ორგანოს უკვე მიმართეს, რის მიხედვითაც სამასამდე ეთნიკურად ქართველი მოქალაქეობისა და ბინადრობის უფლებას ითოხოვენ.
დოკუმენტით, მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლებას, ფაქტობრივად, რეპრესიებშიი ამხელენ. მაშინ, როდესაც რუსებისთვის ამ პროცედურის გავლა ყოველგვარი შეფერხების გარეშეა შესაძლებელი, ირკვევა, რომ წლების განმავლობაში ფერეიდნელ ქართველებს მოქალაქეობისა და ბინადრობის უფლებებს არ აძლევენ.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.