აშშ-ს პოლიტიკური განაჩენი "ოცნებას" - დასანქცირებული მთავრობა იმალება

07.06.24 20:16
აშშ-ს პოლიტიკური განაჩენი "ოცნებას" - დასანქცირებული მთავრობა იმალება

 

 

საქართველოს დასანქცირებული მთავრობა მართავს. ამერიკამ "ოცნებას"  პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა, თუმცა ეს ჯერ დასაწყისია. საქმე მხოლოდ ვიზების გაუქმებას არ ეხება. შტატებმა ამ გადაწყვეტილებით ოლიგარქის რეჟიმი, პრაქტიკულად, ქვეყნის ღალატში ამხილა და მძიმე პოლიტიკური სასჯელიც აამოქმედა. ეს კი  იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართველ ხალხს არ მოუსმინა და ქვეყანაში დემოკრატიის დასამარების გზას დაადგა.   

უმძიმესი ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ იმალება კობახიძე, პაპუაშვილი, ღარიბაშვილი და ისედაც დიდი ხნის წინ  გაუჩინარებული ივანიშვილი. ქვეყანაზე პასუხისმგებელი პირველი პირები მიმალვაში არიან. ოლიგარქის გუნდში ნამდვილი ნერვების ომი მიდის. ელექტრონული ფოსტის გახსნა ყველასთვის ჯოჯოხეთად იქცა, რადგან საბედისწერო შეტყობინება ბაიდენის მთავრობიდან მათთვის პირდაპირ ნიშნავს რეპუტაციის   გაცამტვერებას და პოლიტიკური კარიერის დასასრულს. შავი სია გასაიდუმლოებულია. ვინც კამერებთან გამოჩდნენ, ჯერ ვერ ბედავენ თქვან, მოექცნენ თუ არა ამერიკული შეზღუდვების ქვეშ.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები