რა ხდება ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ნიკო მანაგაძე სცემეს და რას ყვებიან თვითმხილველები

07.06.24 20:15
რა ხდება ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ნიკო მანაგაძე სცემეს და რას ყვებიან თვითმხილველები

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ცოტა ხნის წინ თავს აქტივისტ ნიკო მანაგაძეს დაესხნენ, რამდენიმე პოლიციელია მობილიზებული. სავარაუდოდ, ისინი ექსპერტ-კრიმინალისტების მისვლას ელოდებიან, რომლებიც ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარებენ.

თვითმხილველები, ვინც ნიკო მანაგაძის ცემის ფაქტს შეესწრნენ, ამბობენ, რომ აქტივისტს თავს 5 ადამიანი დაესხა. ისინი ფიქრობენ, რომ მომხდარი აქტივისტის აქტიურობას უკავშირდება.

ცნობილია, რომ ნიკო მანაგაძე რუსული კანონის მოწინააღმდეგეა. გუშინ მან თსუ-ში ირაკლი კობახიძის აქციის პარალელურად აქცია დააანონსა. 

ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები