ექსკლუზივი: "ხარებას" სპეცრაზმელებს სახის ძვლები და კბილები ჩაუმტვრიეს, საქმეში ჩართეს ე.წ. ქურდები

22.06.24 21:24
ექსკლუზივი: "ხარებას" სპეცრაზმელებს სახის ძვლები და კბილები ჩაუმტვრიეს, საქმეში ჩართეს ე.წ. ქურდები

"ხარება" VS "შინჯიკა"- "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებულია ოფიციალური დადასტურება, რომ გდდ-ის შეფის სპეცრაზმელებს სახის ძვლები და კბილები ჩაუმტვრიეს, აქვთ ტვინის შერყევა. 

უფრო კონკრეტულად - დადასტურება, რომ სპეცრაზმის მინიმუმ ორი მაღალჩინოსანი სასტიკად არის ნაცემი, ისინი "კავკასიის სამედიცინო ცენტრში" არიან მოთავსებულნი. 

"ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით,  შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმის ე.წ. დარბევების სამმართველოს უფროსს გიორგი ბოლოთაშვილს სახის ძვლები აქვს ჩამსხვრეული, აღენიშნება მრავლობით სისხლჩაქცევები, რბილი ქსოვილის დაზიანება და აქვს ტვინის შერყევის მძიმე ფორმა. ბოლოთაშვილის ბიძა ამირან მშვენიერაძე  "შაბათის ეთერს" უდასტურებს, რომ მაღალჩინოსანი სასტიკად არის ნაცემი. 

"შაბათის ეთერმა" გამოარკვია, რომ ე.წ.  დარბევის სამმართველოს შეფის გარდა სასტიკად არის ნაცემი,  აქციების დაშლაში მონაწილე კიდევ ერთი სპეცრაზმელი, დიმიტრი მჭედლიძე. ის სპეცრაზმის შეფის, "ხარებას" ჭარბი ნდობით სარგებლობს. მოპოვებული ინფორმაციით, მჭედლიძეს ყბა-სახის ოპერაცია უკვე გაუკეთეს, დაზიანებული აქვს რბილი ქსოვილები, ოპერაციის შემდეგ კი სრულად რეაბილიტაცია ვერ მოხერხდა. 

როგორ დაიწყო კონფლიქტი?

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმის. ე.წ.  დარბევების სამმართველოს უფროსის ბიძა "შაბათის ეთერთან" დეტალურად ჰყვება, როგორ  დაიწყო 8 ივნისს სპეცრაზმელებსა და ქვემო ქართლის ვიცე გუბერნატორის ბანდას შორის შეტაკება, ფაქტი მარტყოფთან ახლოს ერთ-ერთ რესტორანში მოხდა, შემდეგ კი საქმის გარჩევა კრიმინალური წესებით ძველ თბილისში, ათობით სათვალთვალო კამერის წინ გაგრძელდა. 
  • სპეცრაზმის ნაცემი ხელმძღვანელის ოჯახის წევრის მონათხრობზე დაყრდნობით სპეცრაზმელების და არაფორმალების შეტაკების სურათის აღდგენა მარტივად შესაძლებელია -  7 ივნისს საღამოს, სპეცრაზმელები რესტორანში ქეიფობდნენ, იმავე დარბაზში მეზობელ მაგიდასთან კი ვიცე-გუბერნატორის  გიორგი შინჯიკაშვილის კონტროლირებად ჯგუფს ლხენის სუფრა ჰქონდათ გაშლილი. პირველი კონფლიქტი სწორედ აქ მოხდა, თუმცა შერიგდნენ და დაიშალნენ.
  • ე.წ. დარბევების სამმართველოს უფროსი ბიძის ინფორმაციით, მისი დისშვილი, გიორგი ბოლათაშვილი სახლში იყო, როდესაც დაურეკეს და გასვლა სთხოვეს. ის ე.წ. სტრელზე კიდევ ერთ სპეცრაზმელთან დიმა მჭედლიძეს ერთად მივიდა. ბიძა ვარაუდობს, რომ ბოლათაშვილის სახლიდან მოტყუებით იმ დღეს  პირადად შინჯიკაშვილმა გაიყვანა, რადგან ამბობს, რომ ვიცე- გუბერნატორი და დარბევების სამმართველოს შეფი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ.

„შაბათის ეთერის" ინფორმაციით, კაცი, ვისაც გიორგი შინჯიკაშვილმა ბოლათაშვილი  სახლიდან მოტყუებით გააყვანინა კახა ჭუმბურიძეა. განსაკუთრებულ დავალებათა სპეცრაზმის თანამშრომელი  და გიორგი შინჯიკაშვილის არაფორმალების დაჯგუფების ერთ- ერთი მეთაურის დიმიტრი ჭუმბურიძის ძმა.

  • ჭუმბურიძემ საზოგადოებას თავი გმირთა მოედანზე აქტივისტების დარბევით და უმოწყალოდ ცემით დაამახსოვრა.
  • "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 8 ივნისს კი ერთ-ერთი იყო იმ სპორტსმენებს შორის, ვინც ვიცე-გუბერნატორთან ერთად სპეცრაზმელები ცემა. 

სად არის ვიცე-გუბერნატორი?

"შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ მიმალვაშია, არა მხოლოდ ქვემო ქართლის ვიცე გუბერნატორი, რომელსაც "შაბათის ეთერის ინფორმაციით, "ხარება ყურის" მოჭრით დაემუქრა, არამედ მისი არაფორმალების ჯგუფიც, მათ შორის დიმიტრი ჭუმბურიძე, რომელსაც ე.წ დარბევების სამსახურის შეფი აცემინეს.  არაოფიციალური ინფორმაციით, დიმიტრი ჭუმბურიძე ვიცე გუბერნატორთან ერთად  გაქცეულია თურქეთში. 

ე.წ. ქურდები და სასლიერო პირები საქმეში

მოპოვებული ინფორმაციით, "ხარება" ვიცე-გუბერნატორს და მისი კონტროლირებადი რაზმის წევრებს დაემუქრა, რომ ყურს და ხელს მოაჭრის, განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი სპეცრაზმის შეფის ამ მუქარის შემდეგ, როდესაც მისი გაჩერება მინისტრმა და მეგობარმა, ვახო გომელაურმაც კი კი ვერ შეძლო, ვიცე გუბერნატორმა დახმარება ე.წ. კანონიერ ქურდებს სთხოვა, რომლებიც  ზავის დასადებად ხარებასთან მიაგზავნეს, თუმცა წყარო სპეცრაზმიდან გვიყვება რომ ხარებამ შინჯიკა არც ქურდების და არც მღვდლების თხოვნით არ შეიწყალა. 

ქვემო ქართლის ვიცე გუბერნატორის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს - პირველი ის სუსმა საქართველოდან გააპარა და ახლა მის ამალასთან ერთად თურქეთშია და მეორე - ქვემო ქართლის ვიცე გუბერნატორი მამათა მონასტერში იმყოფება და ელოდება, მარნეულის და ხუჯაბის ეპისკოპოსის სიგნალს, რომელიც ხარებას და შენდობაზე დარწმუნებას ცდილობს. 
 

მსგავსი სიახლეები