ირაკლი კუპრაძეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭეს
"ლელო საქართველოსთვის" გენერალურ მდივანს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭეს - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დღეს ირაკლი კუპრაძეს მტკიცებულების სახით ვიდეოჩანაწერი გააცნო, სადაც ჩანს, თუ როგორ ძალადობენ სამართალდამცველები ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე.
მიუხედავად სათვალთვალო კამერების კადრებისა, კაციტაძის უწყებას ამ დრომდე არ ჰყავს იდენტიფიცირებული არცერთი პირი, რომლებიც სისხლიან ანგარიშსწორებაში მონაწილეობდნენ.
ირაკლი კუპრაძე თავდასხმაში მხილებული თითოეული სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს, რომელიც არა მხოლოდ მას, არამედ რუსული კანონის მოწინააღმდეგეებზე ძალადობდნენ.
მცნეს დაზარალებულად. მომაწოდეს ის მტკიცებულებები, რომელიც ამ ეტაპზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აქვს. უნდა ითქვას, რომ მათ აქვთ ნამუშევარი მაქსიმალურად. მოპოვებულია ყველა ვიდეომტკიცებულება, რომელსაც რამდენიმე დღეში მოგვაწვდიან. გვაჩვენეს კადრები და ჩანს ფიზიკური ძალადობის ფაქტები. მათ შორის, მე მომიწია იმ კადრების ნახვა, სადაც ჩანს ძალადობის ფაქტები სხვა მოქალაქეებზე. გონებადაკარგული ადამიანების ცემა", - ამბობს კუპრაძე.
ცნობისთვის, "ლელოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე 16 აპრილს, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დააკავეს.