როგორ ულოცავს მერაბ დვალიშვილი საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას? (ვიდეო)

27.06.24 10:41
როგორ ულოცავს მერაბ დვალიშვილი საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას? (ვიდეო)

 

 

შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს.

პორტუგალიასთან თამაშის დასრულების შემდეგ პროფესიონალი მებრძოლი ქართველ ფეხბურთელებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მან სიამაყე გამოხატა ნაკრების წევრების მიმართ და დღის მთავარ გმირებს შეუდარებელი თამაშისთვის მადლობა გადაუხადა.

პირველი და ისტორიული გამარჯვება ევროპის ჩემპიონატზე - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ნაკრები ანგარიშით 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრები მერვედფინალშია.

პირველ ტაიმში გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე ტაიმში 11 მეტრიანი გიორგი მიქაუტაძემ.