ქვეყანაში მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არ არის - ტიკარაძე

28.07.21 11:04
ქვეყანაში მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არ არის - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არ არის, რადგან მისი დაკვირვებით, იმუნიზაციის თვალსაზრისით წარმატებულ ქვეყნებშიც ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი მაინც მაღალია. 

ქვეყანაში მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არ არის, ვინაიდან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება. ჩვენ ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანას, რომელიც ძალიან წარმატებული იყო იმუნიზაციაში, თუმცა იქ ინფექციის გავრცელება მაინც არის. ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ჩვენ პანდემიას ვებრძოლოთ, არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცია, ხოლო იმუნიზაცია არის ის დამატებითი ბენეფიტი, რომელიც თითოეულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს და ეს პროცესი საქართველოში დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხოვანი ვაქცინით და თქვენ ხედავთ, რომ მოსახლეობას ამისთვის ხელმისაწვდომობა აქვს. ყველაზე ეფექტური მართვა არის, როდესაც საზოგადოებას გააჩნია მაღალი თვითორგანიზების უნარი", - თქვა ტიკარაძემ. 

მსგავსი სიახლეები