საქართველოში მიწისძვრა მოხდა

30.07.21 09:49
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 04:16 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.

ბიძგების  სიმძლავრე 3.6 (ML) მაგნიტუდა იყო.

 სოფელ სამებასთან ბოლო ორი თვის მანძილზე მიწისქვეშა ბიძგები ყოველ კვირაში ფიქსირდება.