5 ივლისის შემდეგ ვითარება ისე შეიცვალა, რომ ზოგჯერ საყურითაც ვერ გამოვდივარ - ქართველი მუსიკოსი

30.07.21 17:42
 5 ივლისის შემდეგ ვითარება ისე შეიცვალა, რომ ზოგჯერ საყურითაც ვერ გამოვდივარ - ქართველი მუსიკოსი

,,5 ივლისის შემდეგ ქუჩაში საყურით ვერ გამოვდივარ" - ამის შესახებ მწერალი და მუსიკოსი, Bedford Falls-ის წევრი, დათო ჯიქია, აცხადებს. მომღერლის შეფასებით, ქვეყანაში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავდასხმები გაძლიერდა, მათ შორის, ,,ორკების" სამიზნე ხშირად ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები არიან.

5 ივლისის შემდეგ ვითარება ისე შეიცვალა, რომ ზოგჯერ საყურითაც ვერ გამოვდივარ. პარკებში ისე გიყურებენ, რომ ან ცემას გიპირებენ, ან თვალებით გამცნობენ აგრესიის შესახებ. ჩემთან რაც მოხდა პირადად, კონცერტზე დაცვის თანამშრომელი თავად გახდა თავდასხმის ობიექტი. მე კი 20-30 კაცი, ,,ორკებს " რომ ეძახიან, მლანძღავდა, მაგინებდა, საქმის გარჩევა გვიწევს შუა სეტის დროს და პოლიციის კორდონით გავყავართ სცენიდან- ამბობს დათო ჯიქია, მუსიკოსი. 

თავდასხმა ჰომოფობიურ ნიადაგზე. დღეს მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსი ბათუმის ბულვარში თავდასხმის მსხვერპლი გახდა. დიჯეი ფეის ფატალი ამბობს, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც უსაფრთხოების არანაირი გარანტია არ არსებობს.