400 ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულებს თავდებში უდგებიან - შეცვლის თუ არა მოსამართლე გადაწყვეტილებას?
მოსმართლე ნათია გუდაძეს, რომელიც 400 ლარიანი ჯებირების დაიზიანების გამო დაკავებულების საქმეს განიხილავს, დღეს დეპუტატები და მოქალაქეები ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავენ. პეტიცია პარლამენტარების და მოქალაქეების ხელმოწერით, ვინც ომარ ოკრიბელაშვილს და საბა მეფარიშვილს თავდებში უდგებიან, უკვე საქმის მასალებშია. პროცესი კი, სადაც მოსამართლემ რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახლგაზრდების გათავისუფლებაზე უნდა იმსჯელოს, 16:00 საათზე იწყება.
დაკავებულების ადვოკატებს ობიექტური გადწყვეტილების იმედი არც ამჯერად აქვთ. შოთა თუთბერიძე პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს სამაგალითოდ სჯის.
დღევანდელი სხდომა არის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი და სავარაუდოდ, პროკურატურა ეცდება რაიმე ისეთი მტკიცებულების გამოკვლევას დღეისთვის რაც საზოგადოებრივ აზრზე გავლენას მოახდენს, თუმცა ცხადია, ჩენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ საქმეს არავითარი კავშირი არ აქვს რეალურ მართლმსაჯულებასთან. ეს არის უბრალოდ, ამ ახალგაზრდებზე შურისძიების ძალიან სასტიკი შემთხვევა. დღევანდელ სხდომაზეც დავაყენებთ შუამდგომლობასთან იმასთან დაკავშირებით, რომ მათ, ამ დემონსტრანტებს შეეცვალოთ აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა და განესაზღვროს სხვა სახე, - ამბობს შთა თუთბერიძე.
DRI-ის ხელმძღვანელი და ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ოკრუბელაშვილის და მეფარიშვილის შემთხვევაში საქმე არა სისხლის სამართლის, არამედ ადმინისტრაციული მუხლით უნდა განეხილათ. მისი თქმით, ორივე ახალგაზრდა, უბრალოდ, ანგარიშსწორების მსხვეპლია.
იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, არ გაუშვებს პატიმრობაში ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ, უბრალოდ, ადმინისტრაციული ხასიათის დარღვევა. უშუალოდ ეს საქმე არ უნდა ყოფილიყო სისხლის სამართლის კუთხით განხილული და იმედი მაქვს, რომ საზოგადოების მხარდაჭერაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რეალურად ეს ადამიანები არიან ანგარიშსწორების მსხვერპლი, - ამბობს DRI-ის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი.
საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 14 მაისს დააკავეს. პროკურატურა მათ რკინის დროებითი ჯებირის დაზიანებას ედავებოდა. მოსამართლე ნათია გუდაძემ ორივე ხალგაზრდა 6 წლით ციხეში გაუშვა.