2 მილიონი ბოლო მოდელის ავტომობილებში - მთავრობა ახალ მანქანებს ყიდულობს

30.07.21 20:43
2 მილიონი ბოლო მოდელის ავტომობილებში - მთავრობა ახალ მანქანებს ყიდულობს

კორონაპანდემიის და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მთავრობა 2 მილიონს ბოლო მოდელის ავტომობილებში ხარჯავს. ათობით ახალ ავტომობილს საჯარო უწყებები ყიდულობენ, მათ შორისაა შსს და დაცვის პოლიცია.

დაცვის პოლიცია ახალ ავტომობილებში 700 ათას ლარს დახარჯავს, 300 ათასს კი პენიტენციური სამსახური გეგმავს.  მთავარი მოთხოვნაა, რომ ყველა ავტომობილი 2021 წლის გამოშვება უნდა იყოს.

კორუფციის მკვლევარები თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ. მათთვის გაუგებარია სად მიდის უკვე ჩამოწერილი ავტომობილები.

ლაპარაკი არის ხელისუფლების წარმომადგენლების მუდმივ ლტოლვაზე, ფუფუნების ისეტი სგანების მიმართ, როგორიც არის ავტომობილი. ჩინოვნიკების რაოდენობას აღემატება უკვე ავტომობილების რაოდენობა. პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ ჩამოწერილი ავტომობილების ბედი, სად მიდის ეს ავტომობილები", - ამბობს ქეთევან ენუქიძე.