ცნობილმა მოდის სახლმა საქართველოში გადაღება ჰომოფობიური განწყობების გამო გააუქმა - სოფო ჭყონია

30.07.21 21:16
ცნობილმა მოდის სახლმა საქართველოში გადაღება ჰომოფობიური განწყობების გამო გააუქმა - სოფო ჭყონია

მსოფლიოში ცნობილმა მოდის სახლმა საქართველოში გადაღება ჰომოფობიური განწყობების გამო გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის დამფუძნებელი სოფო ჭყონია, სოციალურ ქსელში  ავრცელებს. 

მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ დიდ მოდის სახლს სარეკლამო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ჰქონდა გადაღება საქართველოში, კერძოდ სვანეთში. ეს გადაღება ჰოლივუდის ვარსკვლავის მონაწილეობით უნდა მომხდარიყო. ზუსტად ერთი წელი მიმდინარეობდა მოლაპარაკება ამ პროექტზე. დღეს მათ გადაღება საქართველოში გააუქმეს ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობების გამო. ძალიან სამწუხაროა!", - წერს სოფო ჭყონია.

შეგახსენებთ, დღეს ბათუმში ცნობილ DJ-ის თავს ჰომოფობიურ ნიადაგზე  დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

"საერთაშორისო სოციალური კვლევის პროგრამის" მონაცემების  მიხედვით, საქართველო ევროპაში ყველაზე ჰომოფობიური ქვეყანაა.