თბილისში ავსტრალიელ ტურისტს ეძებენ

31.07.21 11:26
თბილისში ავსტრალიელ ტურისტს ეძებენ

თბილისში დაკარგულ ავსტრალიელ ტურისტს, 31 წლის შეინა ბრუკის ეძებენ. ახალგაზრდა ქალის  გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია მისმა მეგობარმა სოციალურ ქსელში გაავრცელა და არ გამორიცხა, რომ ქალი თავდასხმის ობიექტი გამხდარიყო.  როგორც ცნობილია ახალგაზრდა ქალი მთაწმინდაზე გუშინ გაუჩინარდა. მანამდე კი მან მეგობართან დარეკვა მოასწრო, სატელეფონო საუბრის დროს  ტურისტი შველას ითხოვა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეინა ბრუკის სამძებრო სამუშაოების მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს.