საქართველოში Pfizer-ის 170 000 დოზა ჩამოვიდა
სახელმწიფოს მიერ "ფაიზერბიონტეკისგან" შეძენილი მილიონი დოზიდან 170 000 დოზა საქართველოში ჩამოვიდა.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მასობრივ ვაქცინაციის ახალ სივრცეებში, დღეში 4 000-მდე პირი შეძლებს აცრის გაკეთებას.
"ჩვენ ვამზადებთ 20 ბრიგადას შესაბამისი გამტარობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ჰოლდინგისა და სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი პარტნიორობით, ამ სივრცეებში შეგვიძლია გავატაროთ ამ სივრცეებში 4 000 პაციენტი. ამ სივრცეების მოწყობისთვის ჩვენ 48 საათზე ნაკლები დრო დაგვჭირდა. ვაქცინაციის პროცესი გეგმისამებრ მიმდინარეობს," - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
30 ივლისის მონაცემებით, ჯამურად ჩატარებულია 464 875 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 153 128 მოქალაქე.