ეროვნული საგანძური საფრთხის ქვეშ - ხელოვნებათმცოდნეები წულუკიანის გადაწყვეტილებაზე

31.07.21 13:21
ეროვნული საგანძური საფრთხის ქვეშ - ხელოვნებათმცოდნეები წულუკიანის გადაწყვეტილებაზე

წულუკიანის ახალი რეპრესიები კულტურის სფეროში -  ხელოვნებათმცოდნეები ფიქრობენ, რომ საქართველოს ეროვნული საგანძური საფრთხეშია. ამ განცხადების გაკეთების საფუძველს კი  კულტურის მინისტრის გადაწყვეტილება აძლევთ, რომლის მიხევდითაც  საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ყოფილი მმართველი "ჩამოალაბორანტეს", ხოლო ახალ მმართველს საგანძურის ევაკუაციის გეგმა ამ დრომდე არ გაუსაჯაროვებია.გადაწყვეტილება წულუკიანმა მას შემდეგ მიიღო რაც კიკნაძემ მინისტრისგან საგანძურის ევაკუაციის გეგმის წარდგენა მოითხოვა.

ხელოვმებათმცოდნე, სოფო კილასონია მინისტრის გადაწყვეტილებაში ნეპოტიზმის ნიშნებს ხედავს და იმ საფრთხეებზე მიუთითებს, რომ შესაძლოა ქართული კულტურის იდენტობის საუკეთესო ნიმუშები არაპროფესიონალების ხელში გადანდგურდეს.

ეს გადაწყვეტილება შეიცავს ნეპოტიზმის და კლანურ ნიშნებს, აღმონდა, რომ მუზეუმის დირექტორი და მისი ახალი გუნდი სრულიად სხვა სფეროს წარმომადგენლები არიან და არანაირი გამოცდილება არ აქვთ, ახერხებენ და ძალიან არაპროფესიონალურ, ძალიან ნეგატიურ და ძალადობრივ, ცინიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ", - ამბობს სოფო კილასონია.

გეგმის მიხედვით, ხელოვნების მუზეუმის შენობის დაცლას კულტურის სამინისტრო 5 აგვისტოდან იწყებს. ჯერჯერობით გაურკვეველია, სად წავა ეროვნული საგანძური. მოქმედი თანამშრომლები კულტურის სამინისტრომ ამ პროცესიდან გამოთიშა.  

კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებას უკევ გამოეხმაურნენ  ორგანიზაციები. ICOMOS საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და "ლურჯი ფარის" საქართველოს ეროვნული კომიტეტის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ კულტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული გეგმა  რაც 6 თვეში მუზეუმის ფონდების ევაკუაციას ითვალისწინებს  შეუძლებელი და არარეალისტურია.

მსგავსი სიახლეები