მთაწმინდის ნაწილი გადაკეტილია - ტურისტის სამძებრო სამუშაოებში დამატებითი ძალები ჩაერთო

31.07.21 15:06
მთაწმინდის  ნაწილი გადაკეტილია -  ტურისტის სამძებრო სამუშაოებში დამატებითი ძალები ჩაერთო

თბილისში გაუჩინარებულ 31 წლის ავსტრალიელ ტურისტს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში შსს-მ  დამატებითი  ძალები ჩართო.ადგილზე იმყოფებიან კინოლოგეცი. გადაკეტილია მთაწმინდის პარკის ნაწილი. ავტრალიელი ტურისტი სწორედ მთაწმინდიდან გაუჩინარდა.

მეგობრები ტვ პირველთან ყვებიან, რომ ქალი გუშინ საღამოს სავარჯიშოდ წავიდა, შემდეგ მეგობარს დაურეკა და შველას ითხოვდა.

ავსტრალიელი ტურისტი საქართველოში წელიწადზე მეტია იმყოფება.