პოლიტდევნილის ბუნდოვანი გარდაცვალება - ოჯახს საქართველოში ჩამოსვლის საშუალებას არ აძლევენ
თბილისში გარდაცვლილი აზერბაიჯანელი პოლიტდევნილის,ჰუსეინ ბაკიხანოვის ოჯახს საქართველოში ჩამოსვლის საშუალებას არ აძლევენ. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბაკიხნაოვის ძმას საზღვრის კვეთის უფლება არ მისცა. ბაკიხანოვის ოჯახი დახმარებას და ცხედრის აზერბაიჯანში გადასვენებას ითხოვს.
ოჯახი საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსაც მიმართავს.
ჰუსეინის ოჯახს საბუთი სჭირდებათ საქართველოში ჩამოსასვლელად, რომ ცხედარი გადაასვენონ.ამ საბუთს კი ალიევის ნებართვის გარეშე არ აძლევენ, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ისინი სისტემის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი. ოჯახის თხოვნაა, რომ აქაური ხელისუფლება, შსს და აზერბაიჯანის საელჩო ცხედრის გადასვენაში დაეხმარონ", - ამბობს ბაკიხანოვის მეგობარი.