თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურისტის მეგობრები ავრცელებენ. პოვნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს სამაშველო სამსხაური.ამ დრომდე დაუდგენელია რა ვითარებაში გარდაიცვალა 31 წლის ტურისტი, შანე ბრუკი.
ავსტრალიელი ტურისტი მთაწმინდიდან გუშინ გაუჩინარდა. მან ბოლოს მეგობარს დაურეკა, რა დროსაც შველას ითხოვდა. მეგობრების თქმით, მას თავს დაესხნენ, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი გაწყდა.
სამძებრო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა.